თენგიზ აბულაძე ევგენის ძე

თენგიზ აბულაძე ევგენის ძე - დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს ქ. ქუთაისში, სწავლობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ( 1943-1946 წ) დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ისტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის კლასი) (1946-1953 წ), კინორეჟისორი, სსრკ (1980 წ) და საქართველოს რესპუბლიკის (1966 წ) სახალხო არტისტი, საქართველოს (1961 წ) და დაღესტნის (1972 წ) ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი (1976 წ), გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: მაგდანას ლურჯა (1955 წ ) , სხვისი შვილები (1958 წ), მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962 წ), ვედრება (1967 წ), სამკაული ჩემი სატრფოსათვის (1972 წ), ნატვრის ხე ( 1976 წ), მონანიება (1984 წ). დოკუმენტური ფილმები: კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი (1952 წ), ჩვენი სასახლე (1953 წ ) , ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (1954 წ), თუშური ჩანახატები (1965 წ), სვანური ჩანახატები (1965 წ), მუზეუმი ღია ცის ქვეშ (1971 წ). არის კანის IX (1956 წ) და XXXX (1987 წ) საერთაშორისო კინოფესტივალების პირველი პრემის, მთავარი დიდი და ფიპრესის პრიზების მფლობელი, პორტა - ტერმას (იტალია) მეორე პრემიის (1960 წ) მფლობელი, იტალიის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის (1989 წ) მფლობელი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალის გრან - პრის მფლობელი (1974 წ) ბრატისლავას პირველი ხარისხის (1964 წ), ედინბერგის (1956 წ), ლონდონის (1960 წ), ტაშკენტის (1958 წ) ჰელსინკის (1956 წ) საერთაშორისო კინოფესტივალების დიპლომების მფლობელი. რიგის X საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და დიპლომის (1977 წ ) მფლობელი. თეირანის VI საერთაშურისო კინოფესტივალის პრიზის ოქროს ,, ფრთოსანი ჯიხვი”- ს, (1977 წ) მფლობელი, კინოხელოვნებაში ღვაწლისათვის (თბილისი) ,,ოქროს არწივი ”-ს (1993 წ) და კაბურგის (საფრანგეთი) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზის (1983 წ) მფლობელი, ჩიკაგოს XXII საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზის (1987 წ) მფლობელი. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979 წ), არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს: IX, X, XI და XV მოწვევის დეპუტატად, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად (1992 წ) დაჯილდოებულია ღირსების (1994 წ) და საპატიო ნიშნის (1966 წ) ორდენებით, შრომის წითელი დროშის ორი ორდენით (1971 , 1976 წ), ივანე ჯავახიშვილის ( 1986 წ) და ,, თავდადებული შრომისათვის” (1976 წ) მედლებით. პოლონეთის საპატიო მოქალაქე, ევროპის კინოაკადემიის წევრი, ავსტრიის სახვითი ხელოვნების აკადემიის პროფესორი. გარდაიცვალა 1994 წლის 6 მარტს თბილისში, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.