რამინ აბულაძე

რამინ აბულაძე - დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. 1970 წელს ვაშლოვანის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს. 1976 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,საბჭოთა აჭარის” რედაქციაში კორესპონდენტად. 1979-1985 წლებში მუშაობდა კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ პროპაგანდისა და კულტმასობრივი მუშაობის განყოფილების გამგედ. 1985-1993 წლებში გაზეთ ,,ქობულეთის” რედაქტორად, 1993-1997 წლებში შპს ,,ბატისი”-ს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 1997-2004 წლის მაისამდე აჭარის არ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის წამყვან სპეციალისტად და აპარატის უფროსად. 2005-2006 წლებში ,,საინტერესო გაზეთ შMშ”-ის რედაქტორად. 2007 წლის ივნისიდან გარდაცვალებამდე აბულაძეთა საგვარეულო კავშირის დარბაზისა და გამგეობის წევრი, დამსახურებული ჟურნალისტი, ქართული ენისა და თავისი სამშობლოს დიდი ქომაგი. გაზეთ ,,ქობულეთის” რედაქტორის, ასევე კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ის ახერხებდა მოსახლეობაში - ჩაენერგა მამულის, სამშობლოს , ჩვენი დიადი წარსულისადმი, სიყვარული და პატივისცემა. ის იყო ადამიანი , რომელსაც თავისი უბრალოებით, ყურადღებითა და გულისხმიერებით ყველას გულში სითბო და ენერგია შექონდა.
ცხოვრების კველა უბანზე, სადაც კი მოღვაწეობდა საზოგადოების ნდობას, ავტორიტეტს და სიყვარულს მოიპოვებდა, რაც თავისთავად არ მოდიოდა, ყოველივე ამას კი თაუდაუზოგავი და უანგარო შრომით ახერხებდა. თავის კალამი, ნიჭი, ჟურნალისტური ალღო საშუალებას აძლევდა მოეხიბლა არაერთი ჩამოსული სტუმარი თუ მასპინძელი. Mმას იცნობენ, როგორც სიტყვის, ლექსის, უბადლო ოსტატს, განუმეორებელი თამადას. განსაკუთრებით გამოიკვეთა მისი ჟურნალისტური, ორგანიზატორული ნიჭი გაზეთ ,,ქობულეთის” რედაქტორად მუშაობის პერიოდში, რომლის საქმიანობაც განზოგადოებული იქნა საქართველოს მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მიერ. გაზეთის საქმიანობას მიეცა უდიდესი შეფასება. ის იმ ადამიანთა თაობას მიეკუთვნება, რომელთაც მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ჟურნალისტიკის განვითარება- დახვეწაში, ის ასეულობით წერილის, სტატიებისა და პუბლიკაციების ავტორია.