კალენიკე აბულაძე

კალენიკე აბულაძე სარდიონის ძე - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი, (1951 წ), 1925 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სამხედრო - სამედიცინო აკადემია. 1932 წლამდე მუშაობდა სამხედრო ექიმად ამიერკავკასიაში. 1932 წლიდან ლენინგრადში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი განაგებდა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ნერვიული მოქმედების პოთოლოგიის ლაბორატორიას. აკადემიკოს ი. პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვიული მოქმედების ფიზიოლოგიური კანონზომიერებანი, კერძოდ: ყნოსვის, სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვიული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის გამოკვლევის ორიგინალური მეთოდი. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ - ფინეთისა და დიდი სამამულო ომებში ( იხ. ქსე. ტ. 1 გვ. 44-45).