დიმიტრი აბულაძე

დიმიტრი აბულაძე ანტონის ძე - მეან - გენეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა - გენეკოლოგიის კათედრის პროფესორი. მან პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლების ფუნქციის დარღვევას ენიჭება (1901 წ). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების აბულაძის გარეგანმა მეთოდმა (1907 წ), რომელსაც სამედიცინო წრეებში აბულაძის ხერხი ეწოდება.