ბაბო აბულაძე

ბაბო აბულაძე - ჟურნალისტი , შრომითი საქმიანობა დაიწყო 1942 წელს საქართველოს რადიო კომიტეტში დიქტორად და ამავე დროს ლიტერატურულ მუშაკად. ის რედაქციაში უყვარდა ყველას, დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ 21 წლის ბაბოს, ზუგდიდში გადასვლის შემდეგ მუშაობას იწყებს ზუგდიდის რადიოგადაცემათა რედაქციაში დიქტორად და ლიტმუშაკად, პარალელურად ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში ისტორიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ მუშაკად. იყო ზუგდიდის კინოთეატრის დირექტორი, პიონერთა პარკის დირექტორი. 1955 წლიდან 1998 წლამდე გაზეთ მებრძოლის რედაქციაში ჯერ ლიტერატურულ მუშაკი, შემდეგ განყოფილების გამგე. ხელმძღვანელობდა ,, საბრძოლო დიდების ” კლუბს . 1958 წლიდან 2000 წლამდე ჟურნალისტთა კავშირის ზუგდიდის რეგიონალური ორგანიზაციის მდივანი, მისი პუბლიკაციები, ნარკვევები, წერილები იყო: სადა, უბრალო, ცხოვრებისეული და მართალი, რითაც ის აყვრებდა მკითხველს გაზეთ ,,მებრძოლს” შემდგომში ,,ზუგდიდს ”. ის იყო დამხვედრი და გამყოლი ყველა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისა, იქნებოდა ეს ამერიკელ ქალთა დელეგაცია, ფეერგესა თუ იაპონიის, ჩინეთისა თუ რუსეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისა, როგორც დიდი ჟურნალიტი შალვა შენგელია იტყოდა ,,ჟურნალისტი არ გადის პენსიაზე ” მართალია ბაბო ფიზიკურად არ არის კოლექტივში, მაგრამ მისი სული ისევ უტრიალებს გაზეთს, ხშირად აქვენებს წერილებს. ის კვლავ თქვენზე ფიქრობს, ზუგდიდელებო უნდა მოგეფეროთ, უნდა შორს გაიტანოთ ზუგდიდის სახელი, როგორც ეს გაიტანეს ზუგდიდში გაზრდილებმა აკადემიკოსებმა, დოქტორებმა, მეცნიერებმა.